დავით გარეჯი

სახეობა: ექსკურსია
ხანგძლიობა: 1დღე
მარშუტი: თბილისი - დავით გარეჯი - თბილისი
სატრანსპორტო საშუალება და მანძილი: (რომელიც შეიძლბა იქნეს გამოყენებული ტურის დროს) ტრანსპორტირება კომფორტული მინივენით, მიკროავტობუსით ან ავტობუსით
სულ მანძილი: 220 კმ.

I დღე: 

I. ნათლისმცემლის მონასტერი: იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერი დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში, დავითის ლავრის დასავლეთით 12 კმ-ზე. წარმოადგენს კლდეში გამოკვეთილ ერთიან კომპლექსს. დაარსებულია VI-VII საუკუნეებში დავით გარეჯელის მოწაფის ლუკიანეს მიერ:
მონასტერი გამოკვეთილია ზღვიური წარმოშობის ქვიშაქვებისაგან შედგენილი კლდის მასივში. ნაგებობათაგან აღსანიშნავია უჩვეულოდ მაღალი და ვრცელი მთავარი ეკლესია. ჩრდილოეთით მცირე სათავსი ეკვრის, რომელიც ძირითად დარბაზს 2 თაღის მეშვეობით უკავშირდება. საკურთხევლის წინ XVIII საუკუნის II ნახევრის კანკელია. მთავარი ეკლესიის სამხრეთით კიდევ ერთი მცირე ეკლესიაა, რომელშიც კლდეში გამოკვეთილი კიბით შეიძლება ასვლა. მთავარი ეკლესიის შესასვლელში აღმართულია კოშკი და ჭიშკარზე დაშენებული სამრეკლო.

II. ტაოკლარჯეთის სამონასტრო კმპლექსი; კომპლექსი დაარსდა VI საუკუნის I ნახევარში ერთ-ერთი ასურელი მამის, დავითის მიერ. იგი თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად მოვიდა გარეჯის უდაბნოში და დასახლდა პატარა, ბუნებრივ მღვიმეში. ასე ჩაეყარა საფუძველი მონასტერს, რომელიც შემდგომ საუკუნეებში ცნობილი გახდა დავითის ლავრის სახელით.
შემდეგში თანდათან ჩამოყალიბდა შორი-შორს მდებარე გამოქვაბულ მონასტერთა კომპლექსების ქსელი: წამებული, ნათლისმცემელი, ჩიჩხიტური, თერთრსენაკები, დოდოს რქა, უდაბნო, აღდგომისა წამებული, ბერთუბანი, მღვიმე, ქოლაგირი, დიდი ქვაბები, ვერანგარეჯა, პირუკუღმარი, პატარა ქვაბები.

 

ფასები : 94 ლ

ღირებულებაში შედის:

ტრანსპორტირება კომფორტული მინივენით, მიკროავტობუსით ან ავტობუსით
გიდის მომსახურება
ერთჯერადი კვება უდაბნოში

მაგელანის შესახებ

ტექსტი, 

ტექსტი, 

ტექსტი, 

Logo

პარტნიორები/ Партнеры

©2018 Magelani Travel . All Rights Reserved.