თბილისი-ქუთაისი-თბილისი

ხანგძლიობა - 1 დღე
სახეობა - კულტურულ შემეცენებითი
მანძილი -  250
მარშუტი: თბილისი-ბაგრატის ტძარი-სათაფლია-გელათი-თბილისი
სანტრანსპორტო საშვალება:   Mercedes Vito ან მოკრო ავტობუსი;
სანახაობები  :

I. ბაგრატის ტაძარი — ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, აგებული 1003 წელს, ბაგრატ III-ის (975-1014) მეფობაში, ქუთაისში, უქიმერიონის გორაზე. ძეგლი წარმოადგენს ქართული შუასაუკუნეების საეკლესიო არქიტექტურაში საეტაპო მნიშვნელობის ტაძარს, როგორც თავისი არქიტექტურული გადაწყვეტით, ასევე ისტორიული და სიმბოლური მნიშვნელობითაც.

II. სათაფლიის კარსტული მღვიმეები — კარსტული მღვიმეების ჯგუფი დასავლეთ საქართველოში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (იმერეთი). ქუთაისის ჩრდილო-დასავლეთით 7 კმ-ზე. მღვიმეები განლაგებულია სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე.

მღვიმეთა აბსოლუტური სიმაღლე მერყეობს 275 მეტრიდან 405 მეტრამდე.  სათაფლიის მღვიმეთა ჯგუფი მდიდარია, როგორც ესთეტიკურად, ისე ფაუნისტური და ფლორისტული სახეობების სიმრავლით. ამ ტერიტორიაზე განლაგებულია კოლხური ტყე, რელიქტური და ენდემური ნიმუშებით და დინოზავრის ნაკვალევით.

საკუთრივ სათაფლიის მღვიმე ერთ-ერთია იმ 5 გამოქვაბულიდან რომელიც გამოყენებულია ტურისტული მიზნით. საკუთრივ სათაფლიის მღვიმე მდებარებს სამგურალის სერზე, ზღვის დონიდან 360 მეტრზე. იგი გამომუშავებულია ქვედაცარცულ შრეებრივ კირქვებში. მღვიმის შესასვლელი ძაბრისებრი ღრმულის ფსკერზე მდებარეობს. წინა ნაწილში გვხვდება ეროზიული საფეხურები.  შესასვლელიდან დაახლოებით 100 მეტრში არის ულამაზესი „გუმბათოვანი დარბაზი“, ხოლო 150 მეტრში „ნაღვენთების სასაფლაო“. მღვიმეს აქვს განშტოებებიც. სათაფლიის მღვიმის ჯამური სიგრძეა დაახლოებით 900 მეტრი. სიმაღლე – 10 მეტრს აღემატება, ხოლო სიგანე უდრის 14-15 მეტრს.

III. გელათის მონასტერი — ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი, შუა საუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანესი ცენტრი. აგებულია ქ. ქუთაისის ჩრდილო-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდინარე წყალწითელის ხეობაში. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით. შემოზღუდულია გალავნით. ანსამბლში შედის სხვადასხვა დროინდელი (ძირითადად XII-XIII სს.) შენობები. შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში. 2010-2017 წლებში ძეგლი იმყოფებოდა საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში, სიიდან ამოიღეს 2017 წლის 10 ივლისს

 

ფასები : 89 ლარი

ძირითადი პირობები და შეთანხმემებები:

ფასში შედის: ტრანსპორტირება, ერთჯერადი  კვება, გიდის მომსახურეობა

ფასში არ შედის: ავიაბილეტები, სამოგზაურო დაზღვევა.

მაგელანის შესახებ

ტექსტი, 

ტექსტი, 

ტექსტი, 

Logo

პარტნიორები/ Партнеры

©2018 Magelani Travel . All Rights Reserved.